Pages

დღე 5

დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ბუკლეტზე მუშაობის სხვა ნიუანსებიც. დავალებად გვაქვს მოსწავლის სავარაუდო ბუკლეტის შექმნა. მერე ინტერნეტმა თვალი ჩაგვიპაჭუნა და დავრჩით გაღიმებულები ;)

მე -4 დღე

აი,პრეზენტაციაც გამოჩნდა ;) დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. (რუბრიკები,სქემები, ფორმები). გავაკეთეთ პრეზენტაცია powerpoint - ში, შემდეგ ეს პრეზენტაცია ავტვირთეთ ჩვენ ბლოგზე.(ვისწავლეთ ინფორმაციის google drive-ის საშუალებით ინტერნეტში ატვირთვა) დღევანდელი ტრენინგიც დასრულდა! ამდენი რამის ერთად დამახსოვრება სად შეგვიძლია.მაგრამ მაინც დიდი მადლობა თამუნა მასწავლებელო, რომ ინტერნეტ სივრცეში ჩვენ სიტყვას ვამბობთ :)))

Sunday, November 17, 2013

დღე 9

YES, YES, YEEEEEESSSSS... როგორც პატარებმა იციან დიდ სიახრულს როცა განიცდიან.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, 17 ნოემბერი... ჩვენი ტრენინგი დასრულდა.( ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ამასთან ინაუგურაცია რა მოსატანია:))) )
არ გეგონოთ რომ მხოლოდ ის მიხარია, რომ ტრენინგი დასრულდა ( რა თქმა უნდა არც უამისობაა 1 თვეზე მეტია არც ერთი დღე დასვენება არ გვქონია, სკოლა + უიქენდებზე ტრენინგები),  ჩემი სიხარული იმითაც არის გამოწვეული რომ ძალიან სასიამოვნო დღე იყო, დღეს პრეზენტაცია გვქონდა,  ჩვენი ამდენი ხნის შრომის შედეგად მიღებული პროდუქტი. სასიამოვნოა ამდენი  წვალების მერე შენი ნაშრომის შედეგს რომ ხედავ, ( და არა მარტო შენსას).  ის რაც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა და ფიქრობ რომ დიდი არაფერია, საბოლოო ჯამში არცთუ ისე უხეირო და ასე ვთქვათ საინტერესოც კი  აღმოჩნდება. ყველა გამომსვლელის თემა თავისებურად საინტერესო და ჩვენთვის რაღაც სიახლის მთქმელი იყო. ყველას ნორმალური ნამუშევარი ჰქონდა ( თუმცა ყველას რაღაც-რაღაცეები დასახვეწი გვაქვს , მაგრამ იმედია ნელ-ნელა დავიხვეწებით), მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო პრეზენტაციის დროს საუბრის დროს მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია იყო. ყოჩაღ გოგოებო, ყველანი ძალიან მაგრები ხართ, გისურვებთ ეს მიღებული ცოდნა სათანადოდ გამოგვეყენებინოს და წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში, მაგრამ განსაკუთრებული შექება ჩვენს ტრენერს, დღევანდელი ჩვენი კმაყოფილება ძირითადად მისი დამსახურებაა, იმ დროსაც კი როცა  ინდიფერენტულები ან უიმედოები ვიყავით რომ რაღაც ისე არ გამოგვდიოდა, თამუნა დაუღალავად გვიხსნიდა ამ ყველაფერს ალბათ მეასედ, მეათასედ და თან ისეთი ენერგიულობით და ღიმილ-ღიმილით რომ ჩვენც სტიმული გვეძლეოდა და ყველაფერს ვაკეთებდით. სიმართლე რომ ვთქვა მომენატრება ეს ტრენინგი. საკმაოდ მხიარული ტრენინგები გვქონდა ( ზოგიერთი ჩვენი ოხუნჯი ჯგუფელის წყალობით) და ასე შრომასა და სიცილ- კისკისში გავიდა 5 შაბათ- კვირა. მომავალ შეხვედრამდე.  ეს ჩემი ბოლო რეფლექსიაა ამ ტრენინგთან დაკავშირებით მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს არ იქნება ჩემი ბოლო პოსტი ამ ბლოგზე.

Saturday, November 16, 2013

დღე 8

 დღეს ბოლო სამუშაო დღე იყო. გადავხედეთ ყველაფერს დღემდე რაც გაგვიკეთებია და გვისწავლია და ასე ვთქვათ თავმოყრა გავუკეთეთ. ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე. ხვალ პრეზენტაცია გვაქვს. ცოტას ვნერვიულობთ , მაგრამ იმდენს გავუძელით ერთ პრეზენტაციასაც გადავიტანთ. (ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით)
უღრმესი მადლობა ჩვენ ტრენერს, თამუნა ლოსაბერიძეს, ასეთი ენერგიულობისათვის და მონდომებისთვის. :*

Friday, November 15, 2013

დღე 7

ახლა მეზარება ,მერე დავწერ :(

Saturday, November 9, 2013

მე- 6 დღე
დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თან ძალიან საინტერესო უნარ-ჩვევები შევიძინეთ. ბლოგზე ავტვირთეთ ვიდეო რესურსი. ვისწავლეთ , ერთმანეთის ნამუშევრებზე თუ როგორ გვქონდეს წვდომა მხოლოდ ჩვენ და არ იყოს ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი.მოგვეწონა ბლოგის დიზაინის, ფონის, ტექსტის ფერების შეცვლა, ბლოგის სიგრძე-სიგანის გადიდება-დაპატარავება და.ა.შ. ნაყოფიერი დღე იყო.
გმადლობთ.

Sunday, October 27, 2013

მესამე დღის რეფლექსია.

დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა და გადავედით მეორე მოდულზე "სასწავლო პროექტის დაგეგმვა", სადაც გავეცანით პროექტზე მუშაობის გეგმის შაბლონს და დავიწყეთ ჩვენი საკუთარი პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.პროექტის გეგმისთვის ავირჩიეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები და ასევე ავირჩიეთ სტანდარტები "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები" - დან. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და ჩვენი პროექტის თემისათვის მოვიფიქრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ ოცნებობს ადამიანი?

თემატური კითხვები
საუკუნეების განმავლობაში ადამიანის რომელი ფანტასტიკური იდეა განხორციელდა  ჯერჯერობით?

შინაარსობრივი კითხვები
რა ჟანრის ფილმები იცით?
რატომ მოსწონთ მოზარდებს ფანტასტიკური ჟანრის ფილმები?

Saturday, October 26, 2013

მეორე დღის რეფლექსია
მართლაც საინტერესო სამუშაო დღე იყო. დღეს ბუკლეტების დამზადებაზე ვიმუშავეთ. ძალიან საინტერესო პროცესია. ისე შევედით მუშაობის ეშხში, რომ რესტორანში რომ მაგვიანდება ისიც კი დამავიწყდა. :)))
ინტელის ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია.
      XXI საუკუნის მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე მსჯელობა. ვიდეო გაკვეთილი, რომელშიც წარმოდგენილი იყო პროექტით სწავლების ეპიზოდები, სადაც მოსწავლეები მუშაობენ ხიდის მოდელის შექმნაზე. მასწავლებელი და მოსწავლეები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ინფორმაციის მოსაძიებლად. ესაუბრებიან კომპეტენტურ პირს სამუშაოს უკეთ წარმართვის მიზნით.ეს ყველაფერი ძალიან საინტერსო იყო და ვისურვებდი ასეთი ტიპის მუშაობა მალე გახდეს შესაძლებელი ქართულ სკოლებშიც.