დღე 8
დღეს ბოლო სამუშაო დღე იყო. გადავხედეთ ყველაფერს დღემდე რაც გაგვიკეთებია და გვისწავლია და ასე ვთქვათ თავმოყრა გავუკეთეთ. ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე. ხვალ პრეზენტაცია გვაქვს. ცოტას ვნერვიულობთ , მაგრამ იმდენს გავუძელით ერთ პრეზენტაციასაც გადავიტანთ. (ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით)
უღრმესი მადლობა ჩვენ ტრენერს, თამუნა ლოსაბერიძეს, ასეთი ენერგიულობისათვის და მონდომებისთვის. :*
Pages
დღე 5
დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ბუკლეტზე მუშაობის სხვა ნიუანსებიც. დავალებად გვაქვს მოსწავლის სავარაუდო ბუკლეტის შექმნა. მერე ინტერნეტმა თვალი ჩაგვიპაჭუნა და დავრჩით გაღიმებულები ;)
მე -4 დღე
აი,პრეზენტაციაც გამოჩნდა ;)
დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. (რუბრიკები,სქემები, ფორმები). გავაკეთეთ პრეზენტაცია powerpoint - ში, შემდეგ ეს პრეზენტაცია ავტვირთეთ ჩვენ ბლოგზე.(ვისწავლეთ ინფორმაციის google drive-ის საშუალებით ინტერნეტში ატვირთვა)
დღევანდელი ტრენინგიც დასრულდა! ამდენი რამის ერთად დამახსოვრება სად შეგვიძლია.მაგრამ მაინც დიდი მადლობა თამუნა მასწავლებელო, რომ ინტერნეტ სივრცეში ჩვენ სიტყვას ვამბობთ :)))
Saturday, November 16, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment