Pages

დღე 5

დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ბუკლეტზე მუშაობის სხვა ნიუანსებიც. დავალებად გვაქვს მოსწავლის სავარაუდო ბუკლეტის შექმნა. მერე ინტერნეტმა თვალი ჩაგვიპაჭუნა და დავრჩით გაღიმებულები ;)

მე -4 დღე

აი,პრეზენტაციაც გამოჩნდა ;) დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. (რუბრიკები,სქემები, ფორმები). გავაკეთეთ პრეზენტაცია powerpoint - ში, შემდეგ ეს პრეზენტაცია ავტვირთეთ ჩვენ ბლოგზე.(ვისწავლეთ ინფორმაციის google drive-ის საშუალებით ინტერნეტში ატვირთვა) დღევანდელი ტრენინგიც დასრულდა! ამდენი რამის ერთად დამახსოვრება სად შეგვიძლია.მაგრამ მაინც დიდი მადლობა თამუნა მასწავლებელო, რომ ინტერნეტ სივრცეში ჩვენ სიტყვას ვამბობთ :)))

Sunday, November 17, 2013

დღე 9

YES, YES, YEEEEEESSSSS... როგორც პატარებმა იციან დიდ სიახრულს როცა განიცდიან.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, 17 ნოემბერი... ჩვენი ტრენინგი დასრულდა.( ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ამასთან ინაუგურაცია რა მოსატანია:))) )
არ გეგონოთ რომ მხოლოდ ის მიხარია, რომ ტრენინგი დასრულდა ( რა თქმა უნდა არც უამისობაა 1 თვეზე მეტია არც ერთი დღე დასვენება არ გვქონია, სკოლა + უიქენდებზე ტრენინგები),  ჩემი სიხარული იმითაც არის გამოწვეული რომ ძალიან სასიამოვნო დღე იყო, დღეს პრეზენტაცია გვქონდა,  ჩვენი ამდენი ხნის შრომის შედეგად მიღებული პროდუქტი. სასიამოვნოა ამდენი  წვალების მერე შენი ნაშრომის შედეგს რომ ხედავ, ( და არა მარტო შენსას).  ის რაც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა და ფიქრობ რომ დიდი არაფერია, საბოლოო ჯამში არცთუ ისე უხეირო და ასე ვთქვათ საინტერესოც კი  აღმოჩნდება. ყველა გამომსვლელის თემა თავისებურად საინტერესო და ჩვენთვის რაღაც სიახლის მთქმელი იყო. ყველას ნორმალური ნამუშევარი ჰქონდა ( თუმცა ყველას რაღაც-რაღაცეები დასახვეწი გვაქვს , მაგრამ იმედია ნელ-ნელა დავიხვეწებით), მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო პრეზენტაციის დროს საუბრის დროს მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია იყო. ყოჩაღ გოგოებო, ყველანი ძალიან მაგრები ხართ, გისურვებთ ეს მიღებული ცოდნა სათანადოდ გამოგვეყენებინოს და წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში, მაგრამ განსაკუთრებული შექება ჩვენს ტრენერს, დღევანდელი ჩვენი კმაყოფილება ძირითადად მისი დამსახურებაა, იმ დროსაც კი როცა  ინდიფერენტულები ან უიმედოები ვიყავით რომ რაღაც ისე არ გამოგვდიოდა, თამუნა დაუღალავად გვიხსნიდა ამ ყველაფერს ალბათ მეასედ, მეათასედ და თან ისეთი ენერგიულობით და ღიმილ-ღიმილით რომ ჩვენც სტიმული გვეძლეოდა და ყველაფერს ვაკეთებდით. სიმართლე რომ ვთქვა მომენატრება ეს ტრენინგი. საკმაოდ მხიარული ტრენინგები გვქონდა ( ზოგიერთი ჩვენი ოხუნჯი ჯგუფელის წყალობით) და ასე შრომასა და სიცილ- კისკისში გავიდა 5 შაბათ- კვირა. მომავალ შეხვედრამდე.  ეს ჩემი ბოლო რეფლექსიაა ამ ტრენინგთან დაკავშირებით მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს არ იქნება ჩემი ბოლო პოსტი ამ ბლოგზე.

2 comments:

  1. ხათო, შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ მიხარია, ის რომ შენ გიხარია :)) და მართლაც სასიამოვნოა, როცა შენი შრომის პატარა შედეგეს დაინახავ - დღეს მართლაც დიდი დღე იყო - პრეზენტაციებმა ძალიან გამახარა და კიდევ მეტი სტიმული მომცა ახალი ჯგუფის დასაწყებად.
    მადლობა თითოეულ თქვენთაგანს <3

    ReplyDelete
  2. კინოფილმიდან " მიმინო " :))) მადლობ, თამო, სიამოვნებით წამოვალ ნებისმიერ ტრენინგზე სადაც შენ იქნები ტრენერი :*

    ReplyDelete